Friday, November 8, 2013

პრეზენტაცია



2013 წლის 4 და 8 ნოემბერს  რუსული ენის მასწავლებელმა ნინო მჭედლიშვილმა  XI-1   და  XI-2  კლასებში ჩაატარა გაკვეთილი–პრეზენტაცია   «Страны мира». შესაბამისი ლექსიკური მასალის შესწავლის შემდეგ (თემა „სახელმწიფო“) მოსწავლეებმა შეარჩიეს მათთვის სასურველი ქვეყნები და გააკეთეს პრეზენტაციები მათ მიერ წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული გეგმის მიხედვით  (მდებარეობა,მოსაზღვრე ქვეყნები,სახელმწიფო მმართველობა,მოსახლეობა,რელიგია,ღირსშესანიშნაობები და ა.შ.).წყვილებში მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა მოიძიეს და წარადგინეს საინტერესო მასალები სხვადასხვა ქვეყნის შესახებ (ბრაზილია,საბერძნეთი,იტალია,ნიდერლანდები,საქართველო და ა.შ.)