Friday, November 8, 2013

პრეზენტაცია



2013 წლის 4 და 8 ნოემბერს  რუსული ენის მასწავლებელმა ნინო მჭედლიშვილმა  XI-1   და  XI-2  კლასებში ჩაატარა გაკვეთილი–პრეზენტაცია   «Страны мира». შესაბამისი ლექსიკური მასალის შესწავლის შემდეგ (თემა „სახელმწიფო“) მოსწავლეებმა შეარჩიეს მათთვის სასურველი ქვეყნები და გააკეთეს პრეზენტაციები მათ მიერ წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული გეგმის მიხედვით  (მდებარეობა,მოსაზღვრე ქვეყნები,სახელმწიფო მმართველობა,მოსახლეობა,რელიგია,ღირსშესანიშნაობები და ა.შ.).წყვილებში მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა მოიძიეს და წარადგინეს საინტერესო მასალები სხვადასხვა ქვეყნის შესახებ (ბრაზილია,საბერძნეთი,იტალია,ნიდერლანდები,საქართველო და ა.შ.)












 

Wednesday, June 26, 2013

კონსულტაცია

2013 წლის 27 ივნისს 12:00 ექსტერნის გამოცდებთან დაკავშრებით  ჩატარდება კონსულტაცია რუსულ ენაში .

Monday, December 10, 2012

ღია გაკვეთილი



1.       72 კლასში (მასწავლებელი– ირმა ჯიშიაშვილი)   02.11.2012 წ. ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „Золотая осень“. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, აგრეთვე მოამზადეს გამოცანები და ანდაზები. გაკვეთილზე გამოავლინეს ლექსიკის ცოდნა გაკვეთილის თემის ირგვლივ (თვეები, ხილი, ბოსტნეული, ფერები).

პრეზენტაცია

2012 წლის 19 ნოემბერს IX-1 და  IX-5 კლასებში (მასწავლებელი –ი.ჯიშიაშვილი) ჩატარდა გაკვეთილი–პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა მოიფიქრეს გაზეთების სათაური („Вы должны знать правду», «Новый день», «Знание» и др.), შეარჩიეს სტატიები სხვადასხვა თემატიკაზე და გააკეთეს 
 საკუთარი ნამუშევრების პრეძენტაცია.

პრეზენტაცია




 2012 წლის 27-30 ნოემბერს IX-1,  IX-5 კლასებში  (მასწავლებელი–ნინო მჭედლიშვილი) ჩატარდა გაკვეთილი–პრეზენტაცია თემაზე "Газеты".სახელმღვანელოს მიხედვით შესაბამისი თემის ("Читаем старые газеты") დასრულების შემდეგ  მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი ხელით გუნდური მუშაობის შედეგად შექმნილი გაზეთები. პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა ერთი კვირის განმავლობაში.თითოეული გუნდის მიერ გაკეთდა საკუთარო გაზეთის  პრეზენტაცია.მოსწავლეები შემოქმედებოთად მოეკიდნენ დავალებას .იყო წარმოდგენილი სხვადასხვა საგაზეთო რუბრიკა.გაზეთები გამოირჩეოდა საინტერესო შინაარსითა და ვიზუალური მასალით .

Wednesday, May 2, 2012

პროექტის პრეზენტაცია




2012 წლის 2 მაისს რუსული ენის მასწავლებელმა ნინო მჭედლიშვილმა VIII-5 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი "Пётр I".ჯგუფებმა იმუშავეს  შემდეგ თემებზე:"Детство Петра Первого","Семья Петра Первого","Пётр Первый и Александр Меншиков","Пётр Первый и Франц Лефорт","Реформы Петра Первого".მოსწავლეემმა წარადგინეს კედლის გაზეთები და მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილები მ.ალბორიშვილი,მ.თურქაძე,ნ.გიორგიბიანი,კათედრის წევრები ნ.მოლაშხია,ი.ჯიშიაშვილი,რუსული ენის მასწავლებლობის მაძიებელი ი.თოლორაია,სკოლის მანდატური მ.ჯიოშვილი.

პრეზენტაცია



2012 წლის 4 აპრილს რუსული ენის მასწავლებელმა ქეთევან ბეროზაშვილმა VII–2 კლასში ჩაატარა გაკვეთილი "Кострома-Париж" სმარტ–დაფის გამოყენებით.მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები ამ ორი ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე,ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბავშვების მეგობრობაზე.