2010 წლის 18 ივნისს რუსული ენის კათედრამ მოაწყო ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. მოსწავლეებმა წაიკითხეს ნიკოს ლექსები, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე. ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
2010 წლის 1 ივნისს რუსული ენის მასწავლებელმა ნინო მჭედლიშვილმა, ქართული ენის მასწავლებელმა თამარ ხასიამ და მათემატიკის მასწავლებელმა ლია ჭანკვეტაძემ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი "ფრაზეოლოგიზმები თარგმანში" VI-5 კლასში